საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში დღის წესრიგით გათვალისწინებული 29-ე საკითხის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს

2018 წლის 5 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში დღის წესრიგით გათვალისწინებული 29-ე საკითხის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს.

თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგატმა ისაუბრა მთავრობის წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საკანომდებლო ბაზის დახვეწას გენდერული თანასწორობის მიღწევის, ოჯახში ძალადობისა და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების როლის გაზრდის კუთხით.

განცხადებაში ასევე გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, სადაც ყოვედღიურად ილახება ქალებისა და გოგონების უფლებები, მათ შორის თავისუფლად გადაადგილებისა და განათლების მიღების უფლებები. ასევე, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების  არ არსებობას.

Advancement of Women 2018_.pdf