საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი სალომე სუპატაშვილი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მეორე კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში

2018 წლის 9 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი სალომე სუპატაშვილი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მეორე კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში.

სალომე სუპატაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულ დონეზე განხორციელებას. ამჟამად, 17-ვე მიზანი და 100-მდე ამოცანა იდენტიფიცირებულია, როგორც ეროვნული პრიორიტეტი.

საქართველოს დელეგატმა ხაზი გაუსვა საქართველოს ინოვაციურ მიდგომას - მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნას -. სისტემა ნოემბერში ამოქმედდება. ის ხელს შეუწყობს განახლებული ინფორმაციის გავრცელებას საჯარო უწყებების მუშაობის ხარისხზე და გამოიყენება  მთავრობის ანგარიშვალდებულებ მონიტორინგის მექანიზმის სახით.

სალომე სუპატაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მდგრადი განვითარების მე16-ე მიზნის განხორციეელბას, რაც 2030 დღის წესრიგის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამის გათვალისწინებით, უკანასკნელი 12 თვის მანძილზე, ღია მმართველობის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ წვლილი შეიტანა ღია მმართველობის შემდგომ გაძლიერებაში, რაც ხელს უწყობს მე-6-ე მიზნის დანერგვას.

საქართველოს დელეგატის განცხადებით, კლიმატური ცვლილება რჩება მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად.   საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ქმედება ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია კაცობრიობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საქართველომ მხარი დაუჭირა პარიზის შეთანხმებას და იღებს ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის 40%-ით შეამციროს სათბური გაზების ემისია. სალომე სუპატაშვილის თქმით, საქართველოს ქმედებები კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში უმეტესად მოიცავს  განახლებადი ენერგიის გამოყენებას და ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის ყველა სექტორში.

II Committee General Debate 2018.pdf