საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიის ფარგლებში

019 წლის 11-15 მარტს, საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიის ფარგლებში. CSW ძირითადი გლობალური მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც ექსკლუზიურად გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.
CSW63-ზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ქ-ნი ხათუნა თოთლაძის გარდა, არიან: ქ-ნი თამილა ბარკალაია,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; ქ-ნი ქეთი მახარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე; ბ-ნი დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. CSW63-სა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა CSW63-ის გენერალური დისკუსიის ფარგლებში. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს CSW-ს მინისტერიალში და მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში, გენერალური ასამბლეის მაღალი დონის ღონისძიებაში „ქალები ძალაუფლებაში“ და ასევე, სხვა ღონისძიებებში.