საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის კონკურსს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა  მომზადებაგადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის:

 ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) უტოლდება 3.0-ს (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

 ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი

 გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეgeomission.un@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

 ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების)

დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების

გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სასწავლო პრაქტიკის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა/შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

 ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);

) ავტობიოგრაფია;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

 

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტისმეშვეობით, მისამართზე geomission.un@mfa.gov.ge

 კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე

 One United Nations Plaza, 26th floor, 10017 New York, NY

 სტაჟიორთა/პრაქტიკანტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს

 სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში

ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: + 1 212 759 1949

ელ.ფოსტაgeomission.un@mfa.gov.ge

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.doc