საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 4 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივითა და გაეროსთან კორეის რესპუბლიკის, სიერა-ლეონეს, არგენტინის მუდმივი წარმომადგენლობების, აგრეთვე ქ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის პროგრამის „Pathfinders for Peaceful, Just and Inclusive Societies“ თანა-ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განსახორციელებლად

2019 წლის 4 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივითა და გაეროსთან კორეის რესპუბლიკის, სიერა-ლეონეს, არგენტინის მუდმივი წარმომადგენლობების, აგრეთვე ქ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის პროგრამის „Pathfinders for Peaceful, Just and Inclusive Societies“ თანა-ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განსახორციელებლად, კერძოდ მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ქვეყნების ეროვნული გამოცდილების შესახებ (Accelerating the implementation of SDG16: Countries taking action for Justice for All).

საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ სანიკიძემ. გამოსვლის ფარგლებში, ზურა სანიკიძემ ისაუბრა საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში სერვისების მიწოდებაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე. მან ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და მიმოიხილა კოდექსის მიზნები, პრინციპები და გარებული რეფორმის შედეგები.

ღონისძიების ფარგლებში გაეროსთან კორეის რესპუბლიკის, სიერა ლეონესა და არგენტინის მუდმივმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესრულების კუთხით თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-3 ქვემიზნის შესარულებლად. ყურადღება გამახვილდა მე-16 მიზნის შესრულების დაჩქარების საჭიროებაზე.
ქ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (NYU CIC, Pathfinders for Peaceful, Just and Inclusive Societies) წარმომადგენელმა, ქალბატონმა მააიკე დე ლანგენმა საკუთარ გამოსვლაში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშზე „Justice for All” და ისაუბრა მე-16 მიზნის შესრულების პროცესში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის აღმასრულებელი ოფისის კანონის უზენაესობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა ალეჰანდრო ალვარესმა. თავის გამოსვლაში, ბატონმა ალვარესმა ისაუბრა მსოფლიოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მისი დეფიციტით გამოწვეული პოლიტიკურ პრობლემებზე. ღონისძიება დასრულდა ინტერაქტიული დისკუსიით.