საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 23 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა გაეროს თანამშრომლობა მთელ რიგ რეგიონულ ორგანიზაციებთან.

2020 წლის 23 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა გაეროს თანამშრომლობა მთელ რიგ რეგიონულ ორგანიზაციებთან. სხდომაზე, საქართველომ კონსენსუსიდან დისასოციაცია გააკეთა რეზოლუციაზე „თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თაბამეგობრობას შორის.“ პოზიციის განმარტებით განცხადებაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ განაცხადა, რომ საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რეზოლუციას, რომელიც მიესალმება დსთ-ს ძალისხმევას, მაშინ როდესაც მისი დამფუძნებელი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, განაგრძობს გაეროს ქარტიის უხეში დარღვევით მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთალიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას.
სხდომის ფარგლებში გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამს შორის“. საქართველო აღნიშნული რეზოლუციის მთავარი სპონსორი გახლდათ.
ამავე სხდომაზე, საქართველო მიუერთდა კონსენსუსს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და შავი ზღვის ეკონიმიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის“, აღინიშნა რა ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა რეგიონის დონეზე მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. იმავდროულად, საქართველომ დისასოციაცია გააკეთა აღნიშნული რეზოლუციის მე-9 ოპერატიული პარაგრაფისგან, რამდენადაც ის ერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ეწინააღმდეგებოდა BSEC-ის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოს პოზიციას.