საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების საკითხზე

2018 წლის 4 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების საკითხზე (დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი 109).

 თავის განცხადებაში ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე. განცხადებაში აღინიშნა, რომ დანაშაულის პრევენცია, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, სისხლის სამართლის სისტემის მონაწილეთა ანგარიშვალდებულების, ობიექტურობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფა წარმოადგენს 2017-2021 წლების სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს.

 ეკა ყიფიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე, ეროვნული ანტი-ნარკოპოლიტიკასა და ტერორირზმთან ბრძოლის შესახებ გადადგმულ ნაბიჯებზე.

 3C crime prevention criminal justice.pdf