საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტის ფარგლებში საერთაშორისო ტეროროზმის აღმოფხვრის ღონისძიებების საკითხზე

2018 წლის 5 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის  მეექვსე კომიტეტის ფარგლებში საერთაშორისო ტეროროზმის აღმოფხვრის ღონისძიებების საკითხზე (დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი 111).

თავის განცხადებაში ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში  სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ტერორიზმის დანაშაულის სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდა.  

გიორგი მიქელაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს თანამშრომლობაზე სირიაში მომხადრი დანაშაულებების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მექანიზმის კომისიასთან.  მან ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველომ თავშესაფარი მისცა ასობით დევნილს სირიიდან და ერაყიდან, იმდროს, როდესაც  საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია  და საქართველოს ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. 

StatementMikeladze.pdf