საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტის ფარგლებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის საკითხზე

2018 წლის 9 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტის ფარგლებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის საკითხზე (დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი 86).

გიორგი მიქელაძემ ისაუბრა საქართველოს მიერ სამ-საფეხურიანი სასამართლო რეფორმის წარმატებულ  დანერგვაზე, რაც განაპირობებს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას და ამით აძლიერებს ინსტიტუციონალურ დემოკრატიას.  

საქართველოს დელეგატმა განაცხადა, რომ ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს  დეტალურ, გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ გამოყენებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ბრალდებაზე.

გიორგი მიქელაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership) და 2017 წლის სექტემბერშიგახდა OGP-ის თავმჯდომარე. თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველომ 2017 წლის ივლისში OGP-ის გლობალურ სამიტს უმასპინძლა.

საქართველოს დელეგატმა განაცხადა, რომ რომის წესდების 20 წლისთავის აღსანიშნავად, 24-26 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მაღალი დონის რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ემსახურება ICC-ს და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას - „თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა რომის წესდების 20-ე წელს“.  

გიორგი მიქელაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სრულიად იზიარებს ცნებას, რომ კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, დაუსჯელობა იმარჯვებს და შეუძლებელია როგორც სამართლის, ასევე, მშვიდობის მიღწევა.

RULE OF LAW GA 73 (002).pdf