საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში დღის წესრიგით გათვალისწინებული 70-ე საკითხის ფარგლებში

2018 წლის 10 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში დღის წესრიგით გათვალისწინებული 70-ე საკითხის ფარგლებში, რომელიც ეხება ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებს.

თავის გამოსვლაში ეკა ყიფიანმა აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ვალდებულება საქართველომ აიღო ბავშვთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის და დამატებითი ოქმების ხელმოწერით. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიღებულ ახალ კანონებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა 2016 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას.

განცხადებაში ასევე გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების სრული არარსებობის პირობებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიური ენაზე განათლების მიღების უფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.

Rightს of children 10 October 2018.pdf