საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის 3-ე კომიტეტზე

2018 წლის 25 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის 3-ე კომიტეტზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაღმდეგ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთან, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზთან ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში.

საქართველოს დელეგატმა აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც 2016 წელს მხარი დაუჭირა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაღმდეგ საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის შექმნას. ეკა ყიფიანმა დაადასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის მიმართ და მიესალმა მის ვიზიტს საქართველოში ცოტა ხნის წინ. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშს და მის რეკომენდაციებს.

ქართველი დიპლომატი, ასევე, მიესალმა დამოუკიდებელი ექსპერტის ბოლო ანგარიშს (A/73/152) და რეკომენდაციებს, რომელიც ანგარიშშია მოცემული.

თავის განცხადებაში, ეკა ყიფიანმა დაგმო ლგბტი თემის წევრების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტები მსოფლიოში.