საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე (დღის წესრიგის 76-ე საკითხი „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში“)

2018 წლის 25 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე (დღის წესრიგის 76-ე საკითხი „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში“)

თავის განცხადებაში, გიორგი მიქელაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება გაეროს წესდებისა და სასამართლო სტატუტის პრინციპებისადმი ერთგული, როგორც ერთ-ერთი იმ 73 ქვეყანას შორის, რომლებიც სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციას აღიარებენ სტატუტის 36-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს დელეგატმა განაცხადა, რომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს ინკორპორირება შიდა სამართლებრივ სისტემაში დაეხმარა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და საკონსულტაციო დასკვნები გათვალისწინებული იქნა საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.

გიორგი მიქელაძემ ხაზგაზმით აღნიშნა, რომ საქართველო რჩება საეთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებების ერთგული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საქართველო ემხრობა სახელმწიფოთა შორის დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპის უპირატესობას და აღიარებს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უზენაესობას.