საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის 3-ე კომიტეტის გენერალურ დისკუსიაზე, დღის წესრიგის 72 (a; b) საკითხი: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმანციის, ქსენოფობიისა და დაკავშირებული არატოლერანტობის ელიმინაცია“

2018 წლის 29 ოქტომბერს, გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის 3-ე კომიტეტის გენერალურ დისკუსიაზე, დღის წესრიგის 72 (a; b) საკითხი: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმანციის, ქსენოფობიისა და დაკავშირებული არატოლერანტობის ელიმინაცია“.

ეკა ყიფიანმა კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციაზე მიერთების შემდეგ, რაც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვას და დისკრიმინაციის აღმოიფხვრას რასის, ფერის, სქესის, ეთნიკურობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, საკუთრების, საცხოვრებელი ადგილის და სხვა კრიტერიუიმების ნიშნით. 

საქართველოს დელეგატმა ხაზი გაუსვა ეთნიკური ნიშნით განხორციელებულ დარღვევებს ეთნიკური ქარველების წინააღმდეგ, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობენ. 2017 წლის მერე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააძლიერეს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია ქართელების წინააღმდეგ ორივე რეგიონში.

ეკა ყიფიანმა შეშფოთება გამოთქვა, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ისევე, როგორც სპეციალურ მომხსენებლებს და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ორგანოებს  არ აქვთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის შესაძლებლობა.

განცხადების სრული ტექსტი:  statement on Racism 2018 .pdf