საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განიარაღებისა და უსაფრთხოების თემატურ დისკუსიაზე, გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის პირველი კომიტეტის ფარგლებში

2018 წლის 30 ოქტომბერსგაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განიარაღებისა და უსაფრთხოების თემატურდისკუსიაზეგენერალური ასამბლეის 73- სესიის პირველი კომიტეტის ფარგლებში.

 

თავის განცხადებაში ელენე აგლაძემ შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციაზე ისაუბრა, რომელიც კვლავაც გრელდება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისოსაზოგადოების მოწოდებების მიუხედავად. ამ კონტექსტში მან აღნიშნა სამხედრო ძალის მატება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში: კერძოდ, 4500 სამხედრო და 1300 ფსბ-ს პერსონალი, რომლებიც არაკანონიერად არიან ბაზირებული თითოეულ რეგიონში, თავდასხმის შესაძლებლობის მქონე შეიარაღება და სარაკეტო სისტემები, ტერიროტრიაზე დაშვების/არეალის გადაკვეთის საწინააღმდეგო შეიარაღება და სხვა, ისევე როგორც სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ფართო დაფარვის არეალი აქვთ და მთელს კავკასიასა და შავი ზღვის ნაწილზე ვრცელდებიან.

 

 ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული უსაფრთხოების კუთხით საქართველოყოველთვის გამჭვირვალობის პრინციპის ერთგული იყო. სწორედ ამიტომ, საქართველოპასუხობს ყველა კითხვასა და აბსურდულ ბრალდებასაც კი, რაც თბილისის რიჩარდ ლუგარისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს ეხება. 14-15 ნოემბერს, ქართული მხარე უმასპინძლებს ლაბორატორიის მოწყობილობების საერთაშორისო ექსპერტულ შეფასებას, 20 ქვეყნის ექსპერტების მონაწილეობით. რუსი ექსპერტები მოწვეულნი იყვნენ შეფასებაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა მათ უარი განაცხადეს და აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ რუსულიბრალდებები ხშირად წარმოადგენს არა მხოლოდ პროპაგანდის, არამედ, ბოლო დროსჰიბრიდული ომის ნაწილსაც მომავალი აგრესიული ქმედებებისთვის პოლიტიკური სარჩულის მოსამზადებლად. შესაბამისად, განცხადება, რომ რუსეთი არ დაუშვებს ბიოლოგიურექსპერიმენტებს თავის საზღვართან უნდა ჩაითვალოს საქართველოს უსაფრთხოებისადმიპირდაპირ საფრთხედ.

 

ელენე აგლაძის განცხადებას მოყვა კომენტარი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან, სადაც მან ბრალი დასდო საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულში და გააჟღერა დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ელენე აგლაძემ გამოიყენა პასუხის უფლება და გაიხსენა, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია რუსეთის მიერ წინასწარ დაგეგმილი ინტერვენციის შედეგი იყო, რაც მათ შორის დადასტურებულია საქართველოში ომის ფაქტების დამდგენი  დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის მიერ და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებასთან, რომელიც 2008 წლის საერთაშორისო კონფლიქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ლუგარის ცენტრის თაობაზე, მან კატეგორიულად უარყო რუსეთის მხარის აბსურდული ბრალდებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სრული მზადყოფნა ითანამშრომლის ყველა შესაბამის გამჭვირვალობის საერთაშორისო მექანიზმთან. ელენე აგლაძემ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ლუგარის ცენტრის მიმართ რუსული პროპაგანდის ახალი იერიშის დრო, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში რუსი ექპსერტები არაერთხელ ესტუმრნენ ცენტრს და მსგავსი ბრალდებების საფუძველი არ აღმოუჩენიათ. 


განცხადების სრული ტექსტი: 1C regional security +L Edit F.pdf