საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა მარშალის კუნძულების საგრეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრთან ჯონ სილკთან.

019 წლის 12 მარტს, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა მარშალის კუნძულების საგრეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრთან ჯონ სილკთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მარშალის კუნძულებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის ფორმატები, ურთიერთმხარდაჭერებზე ყურადღების გამახვილებით.  ჯონ სილკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მარშალის კუნძულების პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, ასევე ოკეანეებისა და ზღვების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებაზე.

 

 ქართულმა მხარემ  კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება მარშალის კუნძულების მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

2019 წლის 11-15 მარტს, საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიის ფარგლებში.