საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოსა და შვედეთის მუდმივi წარმომადგენლობების ერთობლივი ღონისძიება CSW63-ის ფარგლებში

2019 წლის 11 მარტს, გაეროსთან საქართველოსა და შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთეს ღონისძიებას თემაზე, თუ რა მძლავრი იარაღია ზღაპრები გენდერული თანასწორობის (მდგრადი განვითარების მიზანი 5) და მომავალი ადამიანური კაპიტალის ხელშეწყობის კუთხით. ღონისძიება ჩატარდა ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 63-ე სესიის ფარგლებში.

ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“, რომლის პრეზენტაცია ღონისძიებაზე გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, როგორც საქართველოში გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის ნაწილი, 2018 წელს გამოიცა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსდა. თორმეტი ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი მთლიანად ქალ გმირებზეა, რაც აქამდე იშვიათი იყო საბავშვო ლიტერატურაში, როგორც მხატვრულ, ასევე, სასკოლო წიგნებშიც.

ღონისძიებას გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ბატონი კახა იმნაძე უძღვებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ქალბატონი ხათუნა თოთლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ბატონი ოლოფ სკოგი, გაეროსთან შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი; ბატონი კვაბენა ოსეი-დანქუა, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი; ქალბატონი ალია ელ-იასირი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი. ღონისძიებაზე, ასევე, ისაუბრეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ქალბატონმა ერიკა კვაპილოვამ და ერთ-ერთი ზღაპრის ავტორმა ქალბატონმა ნესტან კვინიკაძემ.

ღონისძიება დასრულდა ზღაპრების ამონარიდების კითხვითა და დისკუსიით.