საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, დღის წესრიგის 34-ე საკითხზე - შეიარაღებული კონფლიქტის პრევენცია

2019 წლის 23 აპრილს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, დღის წესრიგის 34-ე საკითხზე - შეიარაღებული კონფლიქტის პრევენცია (სირიის არაბთა რესპუბლიკაში 2011 წლის მარტიდან საეთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველაზე მძიმე დანაშაულებების გამოძიების და დამნაშავეთა გასამართლების ხელისშემწყობი საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმის ანგარიში).

თავის გამოსვლაში, გიორგი მიქელაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ქეტრინ მარშ იუელს, საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმის თავმჯდომარეს, ანგარიშის წარდგენისათვის, რომელიც ასახავს მექანიზმის მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან სამუშაოს სირიის კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულებების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით.

როგორც გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, სირიის კონფლიქტს ნახევარი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მილიონები იძულებით გადაადგილდნენ კონფლიქტის დაწყების შემდეგ. გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმი (IIIM) 2016 წლის დეკემბერში შექმნა, 71/248 რეზოლუციის საფუძველზე, იმისათვის, რომ კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულები, გამოძიებული იქნას და დამნაშავეები პასუხისგებაში მიცემულ იყვნენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად . გიორგი მიქელაძემ განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელი მექანიზმს და ახორციელებს ფინანსურ დახმარებას , რომელიც აუცილებლია მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება მექანიზმის დაფინანსებას მომავალში გაეროს რეგულარული ბიუჯეტიდან.


განცხადების სრული ტექსტი: IIIM GA Debate.pdf