საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში თემაზე „დაცვის პასუხისმგებლობა და გენოციდის, ომის დანაშაულებების, ეთნიკური წმენდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის პრევენცია“.

2019 წლის 27 ივნისს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი გიორგი მიქელაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში თემაზე „დაცვის პასუხისმგებლობა და გენოციდის, ომის დანაშაულებების, ეთნიკური წმენდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის პრევენცია“.

როგორც გიორგი მიქელაძემ განაცხადა, საქართველო მხარს უჭერს დაცვის პასუხისმგებლობის პრინციპს და მიესალმება ამ მნიშვნელოვან საკითხზე ფორმალურ დებატს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

გიორგი მიქელაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართელომ, ქვეყანამ, რომელსაც თავისი მწარე გამოცდილება აქვს, გადაიტანა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღა საგარეო სამხედრო ოკუპაციის შედეგად და უკვე ორ ათწლეულზე მეტია განიცდის იძულებითი გადაადილების პრობლემას.

საქართველოს დელეგატმა გაიხსენა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მძიმე მდგომარეობა. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,  ადამიანის უფლებების საბჭოს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩათვლით, ორივე ოკუპირებული რეგიონი ისევ ჩაკეტილია  ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისთვის. მოსახლეობას უწევს  საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაპატიმრების და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების თმენა. აღნიშნული მდგომარეობა მთელ რიგ საფრთხეებს შეიცავს, რაც შეიძლება უფრო სასტიკ დანაშაულებში გადაიზარდოს და უფრო ძლიერ საერთაშორისო ყურადღებას საჭიროებს. ამ მხრივ, გაეროს წევრი ქვეყნების დახმარების ვალდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საგარეო სამხედრო ოკუპაციის გამო სუვერენული სახელმწიფო მოკლებულია საკუთარი იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობას.

გიორგი მიქელაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს ქონდეს შესაძლებლობა იმოქმედოს დროულად და ეფექტურად და შეასრულოს მისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი მასობრივი დანაშაულების პრევენციაში. ამ კონტექსტში, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფრანგულ-მექსიკურ ინიციატივას ვეტოს უფლების ნებაყოფლობითი შეზღუდვის თაობაზე.

განცხადების სრული ტექსტი: 2019 -R2P statement. docx.pdf