საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაეროში ბავშვთა მსოფლიო დღე აღინიშნა.

2019 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაეროში ბავშვთა მსოფლიო დღე აღინიშნა.

ბავშვთა მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და თანხების მოძიებას მილიონობით ბავშვისთვის, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის, კვების, განათლებისა და დაცვის უფლებებზე.

საქართველო მიუერთდა ბავშვთა უფლებების კონვენციის შესრულების გლობალურ მოწოდებას, რომელიც ითვალისწინებს 21-ე საუკუნეში ბავშვთა შესაბამისი უფლებების შემდგომ იმპლემენტაციის ვალდებულებას.

სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად მუდმივმოქმედი დელეგაციაც სხდომის საზეიმო ნაწილზე შესაბამისი შემადგენლობით, ბავშვებთან ერთად გამოცხადდა, რომლებმაც საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვდნენ UNICEF-ის კეთილი ნების ელჩებს, ცნობილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემსა და პოპულარული სერიალის Stranger Things-ის ვარსკვლავ მილი ბობი ბრაუნს.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს ოფიციალური გამოსვლა ხვალ არის გათვალისწინებული.