საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 8 დეკემბერს გაეროში ტრადიციულად ჩატარდა ”Diwali - Power of One" დაჯილდოვება, რომელსაც ერთობლივად ბელარუსის, ინდოეთისა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობები და ფონდი Diwali Foundation USA მასპინძლობდნენ.

2019 წლის 8 დეკემბერს გაეროში ტრადიციულად ჩატარდა ”Diwali - Power of One" დაჯილდოვება, რომელსაც ერთობლივად ბელარუსის, ინდოეთისა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობები და ფონდი Diwali Foundation USA მასპინძლობდნენ. გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს დიპლომატების საპატივცემულოდ გამართულ ცერემონიაზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

ცერემონიის დროს 'Power of One' ჯილდოს მფლობელი ოთხი დიპლომატი გახდა გაეროს იდეალებისადმი ერთგულებისა და დაცვისთვის - ბატონი კაირატ აბდრახმანოვი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროსთან ყაზახეთის მუდმივი წარმომადგენელი, ბატონი ნიკოლას ემილიუ, გაეროსთან კვიპროსის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ბატონი ფრანტიშეკ რუჟიცკა, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის ყოფილი უფროსი და სლოვაკეთის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი და ბატონი ვოლოდიმირ იელჩენკო, გაეროსთან უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი.