საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 24 იანვარს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა სალომე სუპატაშვილმა მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგში - Aligning Inclusive Quality Education Policies with Sustainable Development Goals.

სალომე სუპატაშვილმა ისაუბრა ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრულველყოფის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, 2022 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ი მიმართული იქნება საგანმანათლებლო სისტემაზე.
აღინიშნა, რომ 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო პასუხისმგებელია ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფაზე. სამინისტროს მიზანია შექმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, რათა შესაძლებელი იყოს თითოეული პირის მომზადება მომავალი ცხოვრებისთვის, დასაქმების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.