საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ინტერაქტიულ დიალოგში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ქალბატონ მიშელ ბაშელესთან.

2020 წლის 14 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ინტერაქტიულ დიალოგში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ქალბატონ მიშელ ბაშელესთან.
თავის ინტერვენციაში, ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა უმაღლესი კომისრისა და მისი ოფისის როლის მნიშვნელობას ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტექნიკური დახმარების აღმოჩენაში.
ელენე აგლაძემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, სროლების, მკვლელობების, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის გამო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს, რაც კიდევ უფრო აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
ელენე აგლაძემ შეშფოთება გამოთქვა, რომ მიუხედავად უმაღლესი კომისრის ოფისის არაერთი მცდელობისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს 43/37 რეზოლუციის მოწოდებისა, საოკუპაციო ძალა კვლავაც არ აძლევს ოფისს ორივე რეგიონში შეღწევის უფლებას.