საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომაგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება) გენერალური დებატის ფარგლებში

2020 წლის 15 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომაგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება) გენერალური დებატის ფარგლებში.
ბატონმა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ქიმიური იარაღის კონვენციის დისკრიმინაციის გარეშე, სრულ და ეფექტურ შესრულებას. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ქიმიური იარაღის, მათ შორის, ტოქსიური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ბატონმა იმნაძემ დაგმო რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკ“ ჯგუფისსამხედრო ქიმიური ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობა რაც როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა.
ბატონმა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვულინივთიერებებისა და მასალების ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით, ატომური და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის მცდელობა მრავალჯერ აღიკვეთა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე საუბრისას, ბატონმა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ საფრთხეებთან ბრძოლის ხანგრძლივი და მტკივნეული გამოცდილება აქვს.. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 90-ების დასაწყისიდან აწარმოებს და არასდროს შეუწყვეტია მცდელობა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის დასაკნინებლად. საგულისხმოა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღაბული ძალების დაგეგმვით, განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა საქართველოს მთავრობის, სამთავრობო უწყებების, მედია ორგანიზაციების და კერძო სექტორის ვებ-საიტების, სერვერების და სხვა საოპერაციო სისტემების წინააღმდეგ..
ბატონმა იმნაძემ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აწარმოებს რეგულარულ სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიმის „სამხრეთის სამხედრო ოლქში“ წვრთნების ფარგლებში. უახლესი წვრთნა 21-26 სექტემბერს ჩატარებული „კავკასია 2020“-ა. ბატონმა იმნაძემ დაგმო რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზები, მასპინძელი ქვეყნის თანხმობის გარეშეა განლაგებული.
ბატონმა იმნაძემ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, და მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მორიგი უკანონო ქმედება.