საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა ეკა ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში ადამიანის უფლებების დამცველების სიტუაციაზე სპეციალურ მომხსენებელთან, ქალბატონ მერი ლოულორთან გამართულ ინტერაქტიულ დიალოგში

2020 წლის 19 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა ეკა ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში ადამიანის უფლებების დამცველების სიტუაციაზე სპეციალურ მომხსენებელთან, ქალბატონ მერი ლოულორთან გამართულ ინტერაქტიულ დიალოგში.
საქართველოს დელეგატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სრულად იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერების მნიშვნელობას და დაგმო ნებისმიერი დაშინების და რეპრესიული ქმედებები, იმ პირებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ, ან ცდილობენ ითანამშრომლონ გაეროსთან.
აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, სადაც უხეშად ირღვევა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, ასევე გადაადგილების თავისუფლების ჩათვლით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმე წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა დამცველების გაჩუმების მცდელობის ნათელ მაგალითს.