საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საბჭოს (HRC) ანგარიშზე (დღის წესრიგის საკითხი 67).

2020 წლის 5 ნოემბერს, გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საბჭოს (HRC) ანგარიშზე (დღის წესრიგის საკითხი 67).
ელენე აგლაძემ საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, ელისაბედ ტიჩი-ფისლბერგერს საბჭოს სხდომების წარმართვაში გამოჩენილი მუშაობისთვის, მიუხედავად COVID19-ის მიერ ამ წლის განმავლობაში შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევებისა.
თავის განცხადებაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ისაუბრა უმაღლესი კომისრისა და მისი ოფისის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის თვალასაზრისით, მათ შორის საქართველოში COVID-19 პანდემიის დროს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილდა, ასევე, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხვით ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მისი მექანიზმების მნიშვნელოვან როლზე. აქვე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების საბჭო ვერ იქნება ეფექტური, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე და ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დამცველების მნიშვნელოვან როლს.
ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების საბჭოს 43-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციაზე "თანამშრომლობა საქართელოსთან". მან აღნიშნა, რომ რეზოლუცია მოითხოვს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებების მექანიზმების დაუყოვნებლივ შესვლას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მაგრამ მიუხედევად მათი არაერთი მცდელობისა, შეღწევა ისევ შუძლებელია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ხელს უშლის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს შევიდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.