საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, თემაზე „უშიშროების საბჭოში სამართლიანი/მიუკერძოებელი წარმომადგელობა, წევრების რაოდენობის გაზრდა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული სხვა საკითხები“.

2020 წლის 16 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, თემაზე „უშიშროების საბჭოში სამართლიანი/მიუკერძოებელი წარმომადგელობა, წევრების რაოდენობის გაზრდა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული სხვა საკითხები“.
თავის გამოსვლაში კახა იმნაძე მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის წინადადებას, მოლაპარაკებების ადრეულად განახლებისა და სხდომების რაოდენობის გაზრდის შესახებ. აქვე მუდმივმა წარმომადგენელმა დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ტექსტზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს პოზიციებზე რეფორმის 5 კლასტერთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვას, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, თავად წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს.