საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა გიორგი მიქელაძემ, გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მეექვსე (სამართლებრივი) კომიტეტის რეზოლუციის პროექტის კოორდინატორის რანგში ბიუროს სახელით დასამტკიცებლად წარადგინა რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგზე “დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ”

2020 წლის 19 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა გიორგი მიქელაძემ, გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მეექვსე (სამართლებრივი) კომიტეტის
რეზოლუციის პროექტის კოორდინატორის რანგში ბიუროს სახელით დასამტკიცებლად წარადგინა რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგზე “დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ” (A/C.6/75/L.20)
რეზოლუცია, რომელიც კომიტეტმა კონსენსუსით დაამტკიცა ეხება საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ გენერალური ასამბლეისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, კომისიის 71-ე სესიის დროს დამტკიცებულ დებულებათა პროექტის თაობაზე.
საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველმა, როგორც კოორდინატორმა მადლობა გადაუხადა კონსულტაციებში ჩართულ ყველა დელეგაციას აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა კომიტეტიტს სამდივნოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მხარდაჭერა მოლაპარაკებების პროცესში.
გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, რომ გამართული არაფორმალური რთული კონსულტაციების ოთხი რაუნდის დროს, გამოიკვეთა დელეგაციების საერთო სურვილი რათა მოხდეს დებულებათა პროექტზე საფუძვლიანი და შინაარსობრივი განხილვა უახლოეს მომავალში.