საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ და „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

2020 წლის 23 ნოემბერს, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ და „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

შეთანხმებებს ხელი გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა იმნაძემ და გაეროსთან გრენადას მუდმივმა წარმომადგენელმა ქალბატონმა კეიშა მაგვაერმა მოაწერეს.

შეთანხმებები ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.