საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

kakha imnadze

კახა იმნაძე

კახა იმნაძე დაინიშნა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო დასრულუფლებიან ელჩად, 2013 წლის 19 ივლისს.

საჯარო სამსახურში დაბრუნებამდე, კახა იმნაძე 10 წლის მანძილზე მუშაობდა კერძოსექტორში, როგორც კონსულტანტი ინვესტიციებისა და პოლიტიკური რისკების შეფასების, ასევესაერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. იმავდროულად იგი თანამშრომლობდაარასამთავრობო ორგანიზაციებთან და იყო რიგი მათგანის საბჭოს წევრი. მათ შორის: საქართველოსპოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი (2012-2013), რუსეთის კვლევებისსაქართველოს ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი (2009-2012), დიდი ბრიტანეთისკონფლიქტების კვლევის ცენტრის (Conflict Studies Research Centre, Camberley, UK) ასოცირებული მკვლევარი(2005-2007) და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის არაფორმალური ქსელების პროექტისთანადირექტორი (2005-2007).

საჯარო და დიპლომატიური კარიერის სხვადასხვა ეტაპზე კახა იმნაძე გახლდათ:

- 2000-2003 წლებში - საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი და სახელმწიფო საინფორმაციოსამსახურის ხელმძღვანელი

- 1998-2000 წლებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე საგარეო ურთიერთობისადა სამხედრო საკითხებში

- 1994-1998 წლებში - ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ბენილუქსისქვეყნებში საქართველოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი, ხოლო ნატო-ში საქართველოს მისიისჩამოყალიბებამდე კი - ამ ორგანიზაციაში საქართველოს პირველი მეკავშირე თანამშრომელი დაიმავდროულად ასრულებდა ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის შტაბში საქათველოსმეკავშირე ოფიცრის ფუნქციასაც.

- 1993-1994 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპული სამმართველოს უფროსი

- 1992-1993 წლებში - ამავე სამინისტროს სამხრეთი და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსისმოადგილე

- 1990-1993 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები მესამე მდივნიდან პოლიტიკურიდეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილემდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაცმუშაობა დაიწყო, როგორც სტაჟიორმა 1989 წელს.

- 1989-7-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

კახა იმნაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრის წოდებით.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.