საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ფორმალურად დამტკიცდა გლობალური კომპაქტი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის შესახებ

2018 წლის 19 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ფორმალურად დამტკიცდა გლობალური კომპაქტი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის შესახებ. რეზოლუციის მიღების შემდგომ სხდომაზე საქართველოს პოზიცია განმარტა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ.

თავის განცხადებაში ელენე აგლაძემ აღნიშნა მიგრაციის პროცესის უკეთ მართვის მნიშვნელობა დღეს არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ელენე აგლაძის თქმით, მიგრაციის საკითხზე კომპაქტი წარმოადგენს სახელმწიფოთა მხრიდან ნების გამოხატვას, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს არარეგულარული მიგრაციის შემცირება.

მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საქართველო ახორციელებს მიგრაციის საკითხზე კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას. ხაზი გაესვა, რომ კომპაქტის არასავალდებულო ხასიათი საშუალებას აძლევს გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს ეროვნული პერსპექტივის თვალსაზრისით და გლობალური გამოწვევების შესაბამისად წარმართონ საიმიგრაციო პოლიტიკა.

განცხადების სრული ტექსტი: GEORGIA_GCM statement on EoV.pdf