საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის შეთანხმებები გაფორმდა

2019 წლის 15 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ და „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.


შეთანხმებებს ხელი გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა იმნაძემ და გაეროსთან სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა სემ ტრევის კონდორმა მოაწერეს.

 

შეთანხმებები ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.