ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

ომის მე-9 წლისთავი2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia".  

განთავსების თარიღი: 10.08.2017
 

იენჩამ/წლის 9 აგვისტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ შეხვედრა გამართა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან (ASG) მიროსლავ იენჩასთან. შეხვედრაზე გენერალური მდივნის მოადგილეს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 9 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

განთავსების თარიღი: 09.08.2017
 

IMG_85552017 წლის 19 ივლისს, ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა დონის შეხვედრის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე, მოხსენებით წარსდგა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო თხილავა.

განთავსების თარიღი: 19.07.2017
 

Expo2017 წლის 17 ივლისს, ნიუ-იორკში ფორუმის “16+ Forum” ღონისძიება - Mid-Year Expo - გაიმართა, რომელიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისა (SDG16) და მასთან დაკავშირებული ქვემიზნების შესრულების მხრივ არსებული პროგრესისა და ფორუმის საქმიანობის მიმოხილვას ისახავდა მიზნად. ღონისძიება მდგრადი განვითარების შესახებ ნიუ-იორკში მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში ჩატარდა.

განთავსების თარიღი: 17.07.2017
 

JPG2017 წლის 14 ივლისს, ფონდის „FIA Foundation" და გაეროსთან საქართველოს, ბელიზის, ბრაზილიის, ჩეხეთისა და ომანის მუდმივი წარმომადგენლობების თანაორგანიზებით,  გაიმართა ღონისძიება თემაზე - „Role of safe & sustainable mobility in eradicating poverty and improving health". ღონისძიება ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში ჩატარდა.

 

 

განთავსების თარიღი: 14.07.2017
 

ბატონ გუტერეშთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე. გენერალურ მდივანს ელჩმა გააცნო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვის პროცესზე, მათ შორის  სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო აღმართვის შესახებ.

განთავსების თარიღი: 11.07.2017
 

საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და მათი კანონგარეშე მოთამაშეების ხელში ჩავარდნის  საფრთხეებზე, რაც დადასტურებულ იქნა კიდეც გაეროსა და ქიაო-ს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის მიერ. კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა არსებული ისეთი საერთაშორისო მექანიზმების შესრულების აუცილებლობას, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT,) ქიმიური იარაღის კონვენცია (CWC), ბირთვული იარაღის კონვენცია (BWC), უშიშროების საბჭოს რეზოლუციები 1540, 2325 და სხვა.

 

განთავსების თარიღი: 29.06.2017
 

მ.წ. 13 ივნისს, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ საქართველოს სახელით გააკეთა განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მეათე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში.

განთავსების თარიღი: 14.06.2017
 

2017 წლის 12 ივნისს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო საპანელო განხილვაში თემაზე:“Towards sustainable, resilient and inclusive societies through participation of all: What implications for the implementation of the 2030 Agenda?”. ღონისძიების ინიციატორი გაეროსთან ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა იყო და ის გაეროსთან არგენტინისა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობების,  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ნიუ იორკის უნივერსიტეტის ცენტრისა და ჩეხეთის ქალაქ კოლინის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა.

განთავსების თარიღი: 13.06.2017
 

2017 წლის 5-9 ივნისს, ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის (ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების შესახებ) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს კონფერენცია მიმდინარეობს.

განთავსების თარიღი: 08.06.2017
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ