ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველის ნინო შეყრილაძის მონაწილეობა გაეროს გენერალური ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური და ფინანსური) გენერალურ დებატებში

2016 წლის 4 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ნინო შეყრილაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური და ფინანსური) გენერალურ დებატებში.

თავის გამოსვლაში საქართველოს წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი წვლილს შეიტანას მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ახალი გლობალური დღის წერიგებისა და მიზნების განხორციელებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომიტეტის სამუშაო დღის წერიგი უცვლელი დარჩა.

საქართველოს მისიის მრჩეველმა ისაუბრა გლობალური მიზნების მიღწევისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2015 წელს მიღებული მთელი რიგი ამბიციური დოუკუმენტებით გათვალისწინებული გეგმებისა და ახალი ურბანული დღის წესრიგის (დამტკიცდება მ/წლის 17-20 ოქტომბერს, კიტოში, ეკვადორი, დაგეგმილ განსახლებისა და მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციაზე - Habitat III) განხორციელება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო ძალისხმევას, ასევე, ეროვნულ დონეზე წარმატებულობას მოითხოვს.

აღინიშნა, მდგრადი განვითარებისათვის ეფექტური მმართველობისა და გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი ინსტიტუტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველომ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მაღალი დონის კვირეულში (2016 წლის 19 სექტემბერი), ორგანიზება გაუწია მაღალი დონის ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა ღია მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების (მათ შორის, ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და საჯარო მომსახურების ეფექტური მიწოდების საშუალებით) სფეროებში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ამ კუთხით თავისი გამოცდილება გაუზიაროს დაინტერესებულ მხარეებს. 

თავის გამოსვლაში საქართველოს მისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში წევრი ქვყენებისათვის გაეროს სისტემის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ განვითარების კუთხით გაეროს სისტემის საოპერაციო მოქმედებების პოლიტიკის მომავალი მიმოხილვა საკვანძო იქნება, რათა გაეროს სისტემამ აღნიშნული ფუნქციის წარმატებით განხორციელება შეძლოს.

მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების საშუალებებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების 17 მიზანი, თავისი 169 ქვემიზნით, საჯარო და კერძო აქტორების (stakeholders) ერთობლივ ძალიხმევასა და ინოვაციებს მოითხოვს, ახალი ტექნოლოგიებისა და დაფინანსების გენერირების მიზნით. ამ კუთხით, ქ-ნ შეყრილაძემ ისაუბრა ინოვაციური დაფინანსების იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას შეუძლია ითამაშოს შიდა ფინანსურ ნაკადებთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებსა და განვითარებისათვის ოფიციალურ დახმარებასთან ერთად. იგი შეეხო საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ, განვითარებისათვის ინოვაციური დაფინანსების შესახებ წამყვანი ჯგუფის სამდივნოს, საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისისა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, 2015 წელს გამართულ ფორუმს - Tbilisi International Solidarity and Innovative Financing Forum (TISIFF 2015), რომელიც სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების სფეროში არსებული გლობალური ცოდნის, განვითარების ახალი დღის წესრიგთან მიმართებით კონსოლიდირების პირველ მცდელობას წარმოადგენდა.

მდგრადი განვითარების დღის წესრიგისათვის ინოვაციური დაფინანსების პოტენციალის გაზრდის კუთხით ფორუმზე მიღებული კონკრეტული რეკომენდაციები წარდგენილ იქნა 2016 წლის 21 სექტემებრს, საქართველოსა და საფრანგეთის მიერ, განვითარებისათვის ინოვაციური დაფინანსების შესახებ წამყვანი ჯგუფის სამდივნოს, საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და UN WOMEN-თან თანამშრომლობით ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე.


http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=151&info_id=36285


ნიუ-იორკი, 2016 წლის 4 ოქტომბერი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ