ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადება უშიშროების საბჭოს რეფორმის შესახებ

2016 წლის 7 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ დებატებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის,ერძოდ კი საბჭოს გაფართოებისა და თანასწორი წარმომადგენლობის საკითხის შესახებ.

ქალბატონმა ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მხარს უჭერს, ქვეყნების როგორც თანასწორ წარმომადგენლობას უშიშროების საბჭოში, ასევე მისი გაფართოების საკითხს როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიით. აღინიშნა უშიშროების საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ადგილების ზრდის მნიშვნელობა, უფრო დაბალანსებული რეგიონალური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.

განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობის საკითხით რეფორმა არ უნდა დასრულდეს. რეფორმა უნდა მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ვეტოს გამოყენება, სამუშაო მეთოდები და გადაწყვეტილების მიღების გზები, ასევე გენერალური ასამბლეის მიმართ უშიშროების საბჭოს მეტი ანგარიშვალდებულება. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვმელოვანია საბჭოს მუშაობა იყოს უფრო ღია და გამჭვირვალე.

http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=151&info_id=34842

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ