ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2016 წლის 15 დეკემბერს, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ქ-ნი ელენე აგლაძის სიტყვით გამოსვლის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე - „კატასტროფის პრევენცია: "

2016 წლის 15 დეკემბერს გაეროს უშიშიროების საბჭოში გაიმართა დებატები თემაზე „კატასტროფის პრევენცია: არა-სახელმწიფო აქტორების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერების გლობალური დღის წესრიგი”, რომელზეც სიტყვით გამოვიდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე.

საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და მათი კანონგარეშე მოთამაშეების ხელში ჩავარდნის  საფრთხეებზე, რაც დადასტურდა გაეროსა და ქიაო-ს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის მიერ. ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა არსებული ისეთი საერთაშორისო მექანიზმების შესრულების აუცილებლობას, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT,) ქიმიური იარაღის კონვენცია (CWC), ბირთვული იარაღის კონვენცია (BWC), უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1540 და სხვა.

საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოიცავს საქართველოს მიერ ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებას და 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ჰააგის კომუნიკეში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ელენე აგლაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ბირთვული და რადიოაქტიული მასალების კონტრაბანდის საგანგაშო შემთხვევებზე და მათ აღსაკვეთად ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არ არსებობის გამო, ფაქტიურად შეუძლებელია ნებისმიერი სახის შემოწმების განხორციელება.

საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა  ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ევროკავშირთან და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევების ინსტიტუტთან (UNICRI) თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ წამყვანი გამოცდილების ცენტრის ჩამოყალიბებისა და მისი წარმატებით ფუნქციონირების შესახებ. 

საქართველოს წარმომადგენელმა გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს, ფილიპინებისა და მაროკოს მიერ  ჩამოყალიბებული გაეროს ქბრბ რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის შესახებ მეგობართა ჯგუფის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

აღნიშნულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებულ  რეზოლუცია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე (S/RES/2325 (2016) რომელსაც თანა-სპონსორობა საქართველომაც გაუწია.

გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ: http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=151&info_id=36285

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ