ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მონაწილეობა გაეროს სატყეო ფორუმის ექსპერტთა შეხვედრასა და სპეციალურ სესიაში

აქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ლაშა ძაძამიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს სატყეო ფორუმის (UNFF) სამუშაო ჯგუფის შეხვედრებსა და სპეციალურ სესიაში, რომლებიც მ/წლის 16-20 იანვარს, ნიუ-იორკში გაიმართა. შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა 2017-2030 წლებში ტყეების შესახებ გაეროს სტრატეგიული გეგმისა და 2017-2020 წლებისათვის ოთხწლიანი სამუშაო პროგრამის განსაზღვრის მიზნით.  

მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა ტყეებისათვის გაეროს პირველი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფორუმის სპეციალურ სესიაზე, 20 იანვარს იქნა მიღებული. აღნიშნული გეგმა მსოფლიოს მასშტაბით ყველა სახის ტყის მდგრადი მართვისაკენ მიმართულ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. სტრატეგიული გეგმა ტყეების მართვის სფეროს 6 ნებაყოფლობით, გლობალურ მიზანსა და 26 ასოცირებულ ქვემიზანს მოიცავს, რომელთა მიღწევაც 2030 წლისათვის უნდა მოხდეს. 

ნიუ-იორკი, 2017 წლის 20 იანვარი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ