ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მონაწილეობა მაღალი დონის დიალოგში - “Building Sustainable Peace for All: Synergies between the 2030 Agenda for Sustainable Development and Sustaining Peace”

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის პრეზიდენტის ინიციატივით, მ/წლის 24-25 იანვარს, ნიუ-იორკში, მაღალი დონის ღონისძიება - “Building Sustainable Peace for All: Synergies between the 2030 Agenda for Sustainable Development and Sustaining Peace“ - გაიმართა. 24 იანვარს, ღონისძიების პლენარულ დებატებში მონაწილეობა მიიღო გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში მდგრად განვითარებასა და მშვიდობას შორის არსებულ მჭიდრო კავშირსა და საზოგადოებათა მშვიდობიანი თანაარსებობის მიღწევის საქმეში მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება (http://webtv.un.org/meetings-events/general-assembly/watch/part-1-plenary-debate-building-sustainable-peace-for-all-synergies-between-the-2030-agenda-for-sustainable-development-and-sustaining-peace-general-assembly-71st-session-high-level-dialogue/5295977573001). 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებათა მუდმივ დარღვევებსა და მათთვის განვითარების შედეგების ხელმისაწვდომობის მიზნით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში დამოუკიდებელი საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას. 

საქართველოს ელჩმა ყურაღება გაამახვილა ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობა მეტად მდგრადია, თუკი უზრუნველყოფილია ქალთა, როგორც საზოგადოების თანაბარუფლებიან წევრთა, ჩართულობა ყველა ეტაპზე.

ეფექტური, გამჭვირვალე და ინკლუზიური ინსტიტუტების მნიშვნელობის კონტექსტში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ელექტრონული მმართველობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს  საჯარო სერვისების მიწოდების გამჭვირვალობასა და ეფექტურობას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საჯარო ადმინისტრაციის პროცესში. ამ კუთხით, მან გაიხსენა მოცემულ სფეროში საქართველოს მიღწევები, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამისა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიერ და გამოიყენება, როგორც მაგალითი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

24 იანვარსვე, საქართველომ მონაწილეობა მიიღო, მაღალი დონის ღონისძიების ფარგლებში გამართულ საპანელო განხილვაში თემაზე: „Strengthening transparent, inclusive, and accountable institutions for Peace and Sustainable Development“. დისკუსიების ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ ყურადღება გაამახვილა გამჭვირვალე და ინკლუზიური ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისათვის საჯარო სერვისების ეფექტური მიწოდების საქმეში ელექტრონული მმართველობის წარმატებით გამოყენების მაგალითებზე ((http://webtv.un.org/meetings-events/watch/workshop-3-building-sustainable-peace-for-all-synergies-between-the-2030-agenda-for-sustainable-development-and-sustaining-peace-general-assembly-71st-session-high-level-dialogue/5295876232001).

ნიუ-იორკი, 2017 წლის 25 იანვარი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ