ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ბატონი კახა იმნაძს განცხადება უშიშროების საბჭოს რეფორმის შესახებ

2017 წლის 6 თებერვალს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის არაფორმალურ დებატებზე, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას.  

ბატონმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნების თანასწორ წარმომადგენლობას უშიშროების საბჭოში, ასევე მისი გაფართოების საკითხს როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიით. აღინიშნა უშიშროების საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ადგილების ზრდის მნიშვნელობა, უფრო დაბალანსებული რეგიონალური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.  მან აგრეთვე ისაუბრა პროცესებში პატარა ქვეყნების ჩართულობის აუცილებლობაზე, რომელიც დემოკრატიული გლობალური მმართველობის  პროცესის განუყოფელი ნაწილია.

განცხადებაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეფორმა უნდა მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ვეტოს გამოყენება, სამუშაო მეთოდები და გადაწყვეტილების მიღების გზები, ასევე გენერალური ასამბლეის მიმართ უშიშროების საბჭოს მეტი ანგარიშვალდებულება. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვმელოვანია საბჭოს მუშაობა იყოს უფრო ღია და გამჭვირვალე.

http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=151&info_id=39694

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ