ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 7 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის თაობაზე გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის არაფორმალურ დებატებზე გაეროში საქართველოს დელეგაციის განცხადება

არაფორმალური დებატების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, უფროსმა მრჩეველმა სალომე იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც მხარს უჭერს უშიშროების საბჭოში ქვეყნების რეგიონალური, თანასწორი პრინციპით წარმოდგენას, ასევე მისი გაფართოების საკითხს როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიით. ხაზი გაესვა ვეტოს უფლების გამოყენების რეფორმის აუცილებლობას, რაც მოიცავს კონკრეტულ შემთხვევებში ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვას. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა უშიშროების საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ადგილების ზრდის მნიშვნელობაზე, უფრო დაბალანსებული რეგიონალური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილდა პროცესებში პატარა ქვეყნების ჩართულობის აუცილებლობაზე, რომელიც დემოკრატიული გლობალური მმართველობის პროცესის განუყოფელი ნაწილია. 

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: http://un.mfa.gov.ge/files/un/IGN3.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ