ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მონაწილეობა გაეროს სტატისტიკის კომისიის 48-ე სესიაში

2017 წლის 7-10 მარტს, ქ. ნიუ-იორკში გაეროს სტატისტიკის კომისიის 48-ე სესია გაიმართა.  ორი წლის გულმოდგინე მუშაობის შედეგად, 10 მარტს კომისიამ მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური ინდიკატორები დაამტკიცა, რომლებიც მნიშვნელოვან სახელმძღვანელო როლს შეასრულებენ ხსენებული მიზნების შესრულების შეფასებისა და მონიტორნიგის პროცესში. 

გაეროს სტატისტიკის კომისიის 48-ე სესიაზე საქართველო წარმოადგინა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გოგიტა თოდრაძემ.  

10 მარტს, საქართველოს მისიის მრჩეველმა ნინო შეყრილაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს სტატისტიკის კომისიის 48-ე სესიის ფარგლებში, ფილიპინების სტატისტიკის სამსახურის (PSA), გაეროსთან ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავორობო ორგანიზაციების - TAP (The Transparency, Accountability & Partcipation) Network, SDSN (UN Sustainable Development Solutions Network) და DataShift - მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში თემაზე - „Expanding the Data Ecosystem: The role of Non-Official data for SDG Monitoring and Review”.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის „2030 Agenda“ განხორციელების მონიტორინგისა და პროგრესის შეფასებისათვის ეროვნული სტატისტიკური სამსახურების მიერ წარმოებულ მონაცემებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს, კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობაზე. განხილულ იქნა, ასევე, თუ რა წვლილი შეაქვთ ამჟამად ამ ორგანიზაციებს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

თავის კომენტარში საქართველოს მისიის წარმომადგენელმა აღნიშნა ის პოლიტიკური მხარდაჭერა და ძალისხმევა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პრიორიტეტებში ასახვის პროცესში გაწია საქართველოს მთავრობამ. მან ისაუბრა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების შეფასებისათვის საჭირო რიგ მონაცემთა ნაკლებობაზე, რაც გამოწვევას წარმოადგენს, როგორც განვითარებადი, ასევე, განვითარებული ქვეყნებისათვის. მისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა „2030 Agenda“-ის შესრულების მონიტორინგისათვის არსებულ და ახალ მონაცემთა სისტემების მუდმივი გაძლიერების მნიშვნელობას და ამ კუთხით პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელების საჭიროებას.

ნიუ-იორკი, 2017 წლის 10 მარტი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ