ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 15 მარტს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე „საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნება: ადამიანების ტრეფიკინგი კონფლიქტურ სიტუაციებში" სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიამ ჯაში

2017 წლის 15 მარტს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე „საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნება: ადამიანების ტრეფიკინგი კონფლიქტურ სიტუაციებში, იძულებითი შრომა, მონობა და მსგავსი პრაქტიკები“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიამ ჯაში. 

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და წარმოადგენს გლობალურ პრობლემას გაზრდილი მიგრაციიისა და ლტოლვილების გადაადგილების ფონზე. მარიამ ჯაშმა ისაუბრა საქართველოს მიერ გასულ ათწლეულში გადადგმულ ნაბიჯებზე ტრეფიკინგის აღმოფხვრის კუთხით და გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის წარმატებული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. მონობის გლობალური კვლევის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპის საბჭოს ადამიანების ტრეფიკინგის საწინააღმდეგო მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის შეფასების ანგარიშების თანახმად, საქართველო იკავებს მეორე ადგილს როგორც ყველაზე აქტიური ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით და მე-17 ადგილს 167 ქვეყნიდან ტრეფიკინგთან ბრძოლის წარმატებით. აქვე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის გამო, ქვეყანა ვერ ახერხებს კონტრ-ტრეფიკინგისათვის აუცილებელი ზომების სრულად განხორციელებას და ამავდროულად საოკუპაციო ძალა აგრძელებს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებას ადგილობრივი მოსახლეობის, კონკრეტულად კი ეთნიკური ქართველების მიმართ.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: http://un.mfa.gov.ge/…/Trafficking_Secutiry_Council_papersm…

სხდომის ვიდეო-ჩანაწერი იხილეთ ქვემორე ბმულზე - 52:25 წუთიდან: http://webtv.un.org/…/part-2-trafficking-in-p…/5361903166001

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ