ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებაში - “Climate Change and the Sustainable Development Agenda”

2017 წლის 24 მარტს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე განცხადებით წარსდგა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის ღონისძიების „Climate Change and the Sustainable Development Agenda” პლენარული დებატების ფარგლებში. 

ხსენებული მაღალი დონის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის პრეზიდენტის ინიციატივით, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) აღმასრულებელ სამდივნოსთან ერთობლივად იყო ორგანიზებული და კლიმატის თემის ირგვლივ მობილიზებული პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებას შორის არსებული მტკიცე ურთიერთკავშირის წარმოჩენას და 2020 წლამდე დაუყოვნებელი ქმედებების საჭიროებაზე ყურადღების გამახვილებას ისახავდა მიზნად. 

თავის გამოსვლაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ისაუბრა იმ საერთო გამოწვევის შესახებ, რასაც კლიმატის ცლილება და მისი თანმდევი შედეგები წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისათვის და რომელიც სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის მთელ რიგ ქვეყნებს. მან ვრცლად მიმოიხლა კლიმატის ცვლილების ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები. მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა კლიმატის საფრთხეების საპასუხოდ ერთიანი ძალისხმევის გადამწყვეტ მნიშვნელობას და დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს პარიზის შეთანხმების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევაში, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებული ქმედება წარმოადგენს ადამიანების, პლანეტისა და მათი უსაფრთხოებისადმი პოტენციური საფრთხის შემცირების ერთადერთ რეალურ გზას.

http://un.mfa.gov.ge/files/un/statement_of_Georgia_-_HLM_on_Climate_-_23-24.03.2017.pdf

ნიუ-იორკი, 2017 წლის 24 მარტი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ