ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს ინიციატივით კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტების მნიშვნელობის თემაზე ღონისძიება გაიმართა

2017 წლის 27 აპრილს, საქართველოს ინიციატივით, ნიუ-იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით  - „კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტები მდგრადი განვითარების დღის წესრიგის - დღის წესრიგი 2030 -  განხორციელებისათვის“. საქართველოსთან ერთად ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ გაერო-სთან დანიის, კოსტა-რიკის, ყატარის, სინგაპურისა და სიერა ლეონეს მუდმივი წარმომადგენლობები, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC). 

განხილვების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტური და გამჭვირვალე ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლზე. კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობის სფეროში დამსწრეთ ეროვნულ გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, გაერო-სთან კოსტა-რიკის, ყატარის, სიერა-ლეონესა და სინგაპურის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას თავმჯდომარეობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე. 

ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის, ავსტრიის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბელგიის, ბრაზილიის, გვატემალის, დანიის, ეკვადორის, ვატიკანის, ვენესუელას, ვიეტნამის, ირანის, იტალიის, კორეის რესპუბლიკის, კოტ დ’ივუარის, კოსტა რიკის,  კაბო ვერდეს, კოლუმბიის, ლიხტენშტეინის, მაგადასკარის, მალდივების, ნამიბიის, ნეპალის, ნიჟერის, საუდის არაბეთის, ომანის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სიერა-ლეონეს, სინგაპურის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, შვედეთის, ყაზახეთის, ყატარის,  ჩეხეთის, ჩილეს, ჩინეთის და ჰაიტის, დელეგატები და მუდმივი წარმომადგენელბი, ასევე, გაერო-ს სისტემის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

27 აპრილის ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის -  მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა - შესრულების ხელშეწყობის მიზნით გაერო-ში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ კუთხით საქართველომ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და UNDP-ისთან ერთად, გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 19 სექტემბერს, მაღალი დონის ღონისძიება გამართა, რომლის მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ღონისძიებაში, რომელიც ღია მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების სფეროებში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად, მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგატმა მიიღო. 

ნიუ-იორკი, 2017 წლის 27 აპრილი


http://webtv.un.org/meetings-events/watch/corruption-free-institutions-for-the-implementation-of-the-2030-agenda-for-sustainable-development/5413765471001

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 5 6 7 9 10
11 12 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ