ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ოკენეების შესახებ კონფერენციის პლენარული შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ხელძღვანელის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ქალბატონ თამარ იოსელიანის განცხადება

2017 წლის 5-9 ივნისს, ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის (ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების შესახებ) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს კონფერენცია მიმდინარეობს.

7 ივნისს, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე განცხადებით წარსდგა საქართველოს დელეგაციის ხელძღვანელი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა თამარ იოსელიანმა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ოკეანეების კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა ოკეანეების, ზღვების და ზღვის რესურსებისადმი ადამიანის ქმედებით გამოწვეული სავალალო ზეგავლენის შეჩერებისა და აღმოფხვრისათვის მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის გადაუდებელი განხორციელების საჭიროებას. ამ კუთხით, საქართველოს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მოახდინა შეთანხმებაზე მიერთების ინსტრუმენტის  დეპონირება.

საქართველოს საზღვაო ტრანსორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ისაუბრა უკანონო, დაურეგულირებელი და აღურიცხავი თევზჭერის აღმოფხვრის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოების, ასევე, არსებული პოტენციალის გათვალისწინებით აკვაკულტურის განვითარების გეგმების შესახებ.

            საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელი ოკეანეებისათვის მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ საკვანძო საკითხზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველომ 2016 წლის სექტემბერში პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს - Georgia International Maritime Forum (GIMF) - უმასპინძლა. ქალბატონმა იოსელიანმა გაიხსენა, რომ ფორუმზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საზღვაო ტრანსპორტსა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს - „2030 Agenda for Sustainable Development“ - განხორციელებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე გაამახვილებს ყურადღებას.

2017 წლის 7 ივნისი

http://un.mfa.gov.ge/files/un/Draft_Statement_-_Georgia_-_Ocean.pdf

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ