ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საპანელო განხილვა თემაზე: “Towards sustainable, resilient and inclusive societies through participation of all: What implications for the implementation of the 2030 Agenda?”

2017 წლის 12 ივნისს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო საპანელო განხილვაში თემაზე:“Towards sustainable, resilient and inclusive societies through participation of all: What implications for the implementation of the 2030 Agenda?”. ღონისძიების ინიციატორი გაეროსთან ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა იყო და ის გაეროსთან არგენტინისა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობების,  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ნიუ იორკის უნივერსიტეტის ცენტრისა და ჩეხეთის ქალაქ კოლინის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა.

საპანელო განხილვის მიზანს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის - „დღის წესრიგი 2030“, მისი განხორციელებისა, ამ გზაზე პროგრესის მიმოხილვისა და შემდგომი ნაბიჯების შემუშავების პროცესებში ფართო მონაწილეობის პრინციპის თემაზე დიალოგის გააქტიურება წარმოადგენდა.

თავის გამოსვლაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ყოვლისმომცელი და ტრანსფორმაციული დღის წესრიგის - „დღის წესრიგი 2030“ განხორციელებაში ყველა შესაბამისი მხარის (stakeholders) მონაწილეობის მნიშვნელობას. ამ კუთხით მან მოიყვანა მაგალითები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხსენებულ კონტექსტში საუბარი შეეხო ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობიდან გამომდინარეობს. აღნიშნული წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს, საჯარო სააგენტოებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ერთობლივად იმუშაონ სამთავრობო რეფორმების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით. ბატონმა იმნაძემ ისაუბრა, ასევე, საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

გამოსვლაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ამ მხრივ საქართველოს მიდგომებისა და სტრატეგიის შესახებ. ელჩმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, სადაც ეროვნულ ენაზე განათლების მიღება ჰუმანიტარულ გამოწვევას წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, დარღვევებზე.

ნიუ-იორკი, 2017 წლის 12 ივნისი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ