ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, ელენე აგლაძის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მეათე სესიის გენერალური დებატზე

მ.წ. 13 ივნისს, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ საქართველოს სახელით გააკეთა განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მეათე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში.

გამოსვლაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა კონვენციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს შშმ პირების და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების სრულ ჩართულობასა და მონაწილეობას კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში. საქართველო ვალდებულებას იღებს, ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ იქნეს გამოყენებული თანაბარი ვალდებულება (to leave no one behind), განსაკუთრებით კი იმ პირების მიმართ, რომლებსაც დამატებები დაბრკოლებების წინაშე დგანან და უფრო მოწყვლადები არიან კონფლიქტის, სტიქიური უბედურებების და სხვა ჰუმანიტარული კრიზისების დროს. გამომსვლელი მიესალმა შშმ პირების საკითხის გაეროს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგში ჩართულობას და ისაუბრა მდგრადი განვითარების ნაციონალიზებული მიზნების შესახებ, რომელიც მოიცავს 14 პრიორიტეტულ მიზანსა და 88 ქვემიზანს, შშმ პირების უფლებების განხორციელების გათვალისწინებით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებს შშმ პირების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. განცხადებაში ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ეროვნულ დონეზე განხორციელებულ პოლიტიკაზე, საკანონმდებლო ინიციატივებსა და  მთავრობის სხვა ძალისხმევებზე, რომლებიც მიმართულია შშმ პირების უფლებების დაცვისაკენ. #COSP10 #CRPD

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ