ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 28 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა დებატები თემაზე „არა-სახელმწიფო აქტორების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერების გლობალური მცდელობა”, რომელზეც სიტყვით გამოვიდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე.

საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და მათი კანონგარეშე მოთამაშეების ხელში ჩავარდნის  საფრთხეებზე, რაც დადასტურებულ იქნა კიდეც გაეროსა და ქიაო-ს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის მიერ. კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა არსებული ისეთი საერთაშორისო მექანიზმების შესრულების აუცილებლობას, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT,) ქიმიური იარაღის კონვენცია (CWC), ბირთვული იარაღის კონვენცია (BWC), უშიშროების საბჭოს რეზოლუციები 1540, 2325 და სხვა.

საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ბირთვული და რადიოაქტიული მასალების კონტრაბანდის საგანგაშო შემთხვევებზე და მათ აღსაკვეთად ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. კახა იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არ არსებობის გამო, ფაქტიურად შეუძლებელია ნებისმიერი სახის შემოწმების განხორციელება.

საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა უშიშროების საბჭოს 1540 და 2325 რეზოლუციების და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებულ ღონისძიებებზე, რაც მოიცავს ევროკავშირთან, აშშ-სა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევების ინსტიტუტთან (UNICRI) თანამშრომლობის საფუძველზე, ეროვნული ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას და ქბრბ რისკების შემცირების სტრატეგიის და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. კახა იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა  საქართველოში ქბრბ უსაფრთხოების შესახებ  წამყვანი გამოცდილების ცენტრის ჩამოყალიბებასა და მის წარმატებით ფუნქციონირებას. გამოსვლაში აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ექსპორტის კონტროლის რეგულაციები სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან; შექმნილია ახალი რადიაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი და რადიაქტიური ნარჩენების საცავები სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშაა;

კახა იმნაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ფილიპინებისა და მაროკოს მონაწილეობით გაეროს ქბრბ რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის შესახებ მეგობართა ჯგუფის ჩამოყალიბებისა და  მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ