ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველომ თანაორგანიზება გაუწია ღონისძიებას სიღარიბის აღმოფხვრისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში უსაფრთხო და მდგრადი მობილურობის თემაზე

JPG2017 წლის 14 ივლისს, ფონდის „FIA Foundation" და გაეროსთან საქართველოს, ბელიზის, ბრაზილიის, ჩეხეთისა და ომანის მუდმივი წარმომადგენლობების თანაორგანიზებით,  გაიმართა ღონისძიება თემაზე - „Role of safe & sustainable mobility in eradicating poverty and improving health". ღონისძიება ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში მთავრობების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გაეროს ინსტიტუტებიდან, სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლისა და ასევე, ჰაერის დაბინძურების შემცირების თემებზე იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო თხილავამ, მიმოიხილა საქართველოში ჰაერის ხარისხისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევა. 

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2016 წელს საგზაო უსაფრთხოების საკითხი, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (2030 Agenda) განხორციელების კუთხით ეროვნულ დონეზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ პირველ ნებაყოფლობით, ეროვნულ ანგარიშში (National Voluntary Review) ასახა. ხსენებული ანგარიში ქართულმა მხარემ HLPF-ის ფარგლებში, 2016 წლის 19 ივლისს წარადგენა. 

14 ივლისის განხილვები გასულ წელს ფონდის „FIA Foundation" და საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო და მდგრადი მობილურობის თემაზე ორგანიზებული პირველი ერთობლივი ღონისძიების გაგრძელებას წარმოადგენდა.

2017 წლის 14 ივლისი

 

 

 

JPG

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ