ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მონაწილეობა ფორუმის “16+ Forum” ექსპოში

 

201expo 2expo 37 წლის 17 ივლისს, ნიუ-იორკში ფორუმის "16+ Forum" ღონისძიება - Mid-Year Expo - გაიმართა, რომელიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისა (SDG16) და მასთან დაკავშირებული ქვემიზნების შესრულების მხრივ არსებული პროგრესისა და ფორუმის საქმიანობის მიმოხილვას ისახავდა მიზნად. ღონისძიება მდგრადი განვითარების შესახებ ნიუ-იორკში მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში ჩატარდა.

"16+ Forum" გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციისა (WFUNA) და წევრი ქვეყნების - გვატემალის, დანიის, კორეის რესპუბლიკის, საქართველოს, სიერ-ლეონეს, ტუნისის, შვედეთის, ჩეხეთის და „g7+" სამდივნოს პარტნიორობაა. მისი  მიზანი მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისა და მასთან დაკავშირებული ქვემიზნების წარმატებით განსახორციელებლად გაეროს, წევრ ქვეყნებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პარტნიორობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

17 ივლისის ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს SDG16-ის, როგორც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის - "დღის წესრიგი 2030" - მისაღწევად საკვანძო მიზანს და ისაუბრეს მასთან დაკავშირებული ქვემიზნების განხორციელებაში ეროვნული გამოცდილების შესახებ. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება ღონისძიების მონაწილეებს გაეროსთან საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელენე აგლაძემ გაუზიარა. კერძოდ, მან ისაუბრა ქვეყანაში ერთი ფანჯრის პრინციპით საჯარო მომსახურების ეფექტური და სწრაფი მიწოდების, საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის შესახებ. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ელექტრონული მმართველობის, როგორც საჯარო სექტორის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლების და მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების უნიკალური ინსტრუმენტის, მნიშვნელობას.

ქალბატონმა აგლაძემ ისაუბრა, აგრეთვე, "16+ ფორუმის" საინაუგურაციო ყოველწლიური ღონისძიების შესახებ, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს 2017 წლის შემოდგომაზე და მასში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია 17 ივლისის ექსპოს მონაწილეები. ხსენებული ყოველწლიური ღონისძიება წარმოადგენს "16+ ფორუმის" პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მის მონაწილეებს, განიხილონ და შეაფასონ ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე SDG 16-სა და მასთან დაკავშირებული ქვემიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები და ერთმანეთს გაუზიარონ ამ მხრივ თავიანთი გამოცდილება.

ნიუ-იორკი, 2017 წლის 17 ივლისი

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ