ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით წარსდა მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა დონის შეხვედრის გენერალურ დებატებზე

IMG_85552017 წლის 19 ივლისს, ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა დონის შეხვედრის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე, მოხსენებით წარსდგა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო თხილავა.

2017 წლის HLPF გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ეგიდით იმართება (ECOSOC) და მისი თემაა -“სიღარიბის აღმოფხვრა და კეთილდღეობის წახალისება ცვლად მსოფლიოში”.

HLPF გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შეფასებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალური პლატფორმაა. 2017 წლის HLPF-ზე განიხილება მდგრადი განვითარების 1-ლი (სიღარიბის აღმოფხვრა), მე-2 (შიმშილის აღმოფხვრა, სურსათის უსაფრთხოების, გაუმჯობესებული კვებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის წახალისება), მე-3 (ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა და ყველა ასაკში კეთილდღეობის წახალისება), მე-5 (გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა და გოგონათა გაძლიერება), მე-9 (მედეგი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციის წახალისება) და მე-14 (ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება) და მე-17 (დღის წესრიგის განხორციელების საშუალებები და მდგრადი განვითარებისათვის გლობალური პარტნიორობის გაძლიერება) მიზნების შესრულების მდგომარეობა. 

თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ზემოხსენებული მიზნების განხორციელების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ისაუბრა, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების, მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის, სიღარიბის აღმოფხვრის, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯებესებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და არსებული ინიციატივებისა შესახებ.

მდგრადი განვითარების კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა მწვანე ზრდის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა გასულ წელს,  საქართველოს მთავრობის მასპინძლობით, ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) ”გარემო ევროპისათვის” მნიშვნელობას, რომლის შედეგები  საკვანძოა მწვანე ეკონომიკის წახალისებასთვის.

თავის განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოკლებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესაძლებლობას.

 

ნიუ-იორკი, 2017 წლის 19 ივლისი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ